weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

11 ივლისამდე სამედიცინო პერსონალიდან COVID-19-ით 111 პირი დაავადდა, გარდაიცვალა ექთანი

17:52 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020
ფოტოზე - დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ფოტოზე - დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 26 თებერვლიდან 11 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაავადდა, მათ შორის 111 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 18 - ტექნიკური პერსონალი.

პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის. ამ პერიოდში COVID-19-ით 62 ექთანი, 31 ექიმი, 16 უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ერთი ეპიდემიოლოგი დაინფიცირდა.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია“, - ნათქვამია ანგარიშში.

კორონავირუსის შედეგად ქვემო ქართლში 70 წლის ექთანი ქალი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დარეგისტრიდა. 11 ივლისის მდგომარეობით COVID-19 980 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

 

ამ თემაზე:

საქართველოში COVID-19-ის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]